top of page

შინკა არის -ნახევარფაბრიკატების,  ხილის, ბოსტნეულის, ხორცისა და პურის მარკეტი. 
ეს მოკლედ რომ გითხრათ.

მაგრამ ცოტა ვრცლადაც გვინდა მოგიყვეთ რას ნიშნავს “შინკა” ჩვენთვის. 

მისი შექმნის იდეა ბევრი წლის წინ გაგვიჩნდა. 
გვინდოდა ისეთი სივრცის შექმნა, სადაც მომხარებელი შეძლებდა კომფორტულ პირობებში 
ბოსტნეულის, ხილის, ხორცის, ახლად გამომცხვარი პურის, ტყემლის, მურაბის და სხვა ათასი გემრიელი პროდუქტის შეძენას. 

* ადგილი, სადაც ხორცს დაუჭრიდნენ, სადაც საზამთროს გაუთლიდნენ,  მწვანილსაც სურვილის შემთხვევაში გაურეცხავდნენ, თან გემრილ ყავასაც მირთმევდნენ. 

* ადგილი,  სადაც მომხარებელი მხოლოდ პროდუქტის შესაძენად კი არ მოვიდოდა, არამედ მთავარის, დადებითი ემოციების მისაღებად.

* ადგილი, სადაც არა კლიენტები, არამედ სტუმრები გვეყოლებოდა, ჩვენ კი, არა გამყიდველები, არამედ მასპინძლები ვიქნებოდით. 

* ადგილი, რომელიც თქვენ და ჩვენ გვეყვარებოდა.

🍈 “შინკა”- მეგრული სიტყვაა და ნესვს, დღეიდან კი უკვე ჩვენს პატარა საქმესაც ნიშნავს.

გელოდებით, ჩვენთან 🤍

Contact Us

Address

M.Aleksidze 5; Tbilisi, Georgia

Contact

995593342372

Opening Hours

Everyday

8:00 am – 11;00 pm

  • Facebook
  • Instagram
bottom of page